ტარიელ ნაკაიძე - მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება გააძლიერა - მამუკა მდინარაძის განცხადება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებასა და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება! - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიერ პარლამენტში, ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას.

ნაკაიძე სადეპუტატო კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის?

ნაკაიძის თქმით, მდინარაძემ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შეურაცხყოფისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს.

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირებს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს.

ამ განცხადებით “ქართული ოცნება“, კერძოდ კი, ბატონი მდინარაძე მართლაც და, ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ მიზანმიმართულად სიძულვილის გაღვივებას ეწევა.

რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური? მდინარაძის ეს განცხადება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები ამ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა.

აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას “ქართული ოცნება“ ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალურ ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არა მუსლიმს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ნაკაიძე კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს სოზარ სუბარს მიმართავს, განმარტოს თავისი თანაგუნდელის მიერ წარმოთქმული ტერმინი, თუ რას ნიშნავს რადიკალური ისლამიზმი და ეთანხმება თუ არა ასეთ გამოთქმებს.

მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის.

"აისისის" მუქარის ადრესატი არა ერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

ყველაფერი ნათელია, “ქართულ ოცნებას“ საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმის საფრთხეზე ყურადღება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გაამახვილა.

“იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობების და კონცეფციების დაფინანსება ხდება და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის, რა ფინანსდება და რისი პროპაგანდა მიდის?! ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაინც და მაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე - დაფინანსება ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო