ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის სამ ტანკს მიაწვდის

ფინეთმა უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის სამი ტანკის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ფინეთმა დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მე-13 დახმარების პაკეტი, რომლის საერთო ღირებულება 160 მილიონი ევროა.

Leopard-ის ტანკების გადაცემის გარდა, ფინეთი უკრაინელ სამხედროებს მათი ოპერირებისა და ტექმომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მოამზადებს.

"24 თებერვალს რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება და უკრაინას თავდაცვაში მხარდაჭერა კვლავ სჭირდება. ჩვენ გავგზავნით მეტ თავდაცვის ტექნიკას", - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, მიკო სავოლამ.

ცნობისათვის, ფინეთის მიერ უკრაინისთვის აქამდე გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტების ჯამური ღირებულება 750 მილიონ ევროს შეადგენს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა