ჩვენ არ გავტეხილვართ, ბევრი გამოწვევა დავძლიეთ და გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, უკრაინაში განხორციელებულ ტერორზე პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს დაეკისრება.
„პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ეს ბოროტება, ომი, ტერორი, მკვლელობა ჩვენს მიწაზე მოიტანა. რუსეთმა აირჩია მკვლელის, ტერორისტის, ჯალათის, მძარცველის გზა. ეს რუსეთის სახელმწიფოებრივი არჩევანია და განხორციელებულ ტერორზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრება“, - აცხადებს ზელენსკი.