„24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფი“ - კობახიძისა და პაპუაშვილის განცხადება აქციის ორგანიზატორების კიევში წასვლაზე, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

„24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფი“ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება აქციის ორგანიზატორების კიევში წასვლაზე, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

„24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფის“ განმარტებით, აქციის არცერთი ორგანიზატორი არ წასულა საქართველოდან, გარდა ელენე ხოშტარიასი.

„აქციის არცერთი ორგანიზატორი, რომელთა რაოდენობა 100 ადამიანზე მეტია, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე. ასე რომ, კობახიძისა და პაპუაშვილის ეს განცხადება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან, მის ორგანიზებასთან, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

უფრო მეტიც, ხვალინდელი აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს რა პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით შეგვიძლია საქმის კეთება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება”, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა