პაატა მანჯგალაძე - ხვალინდელი აქცია დასაწყისი პროცესია და არა დასასრული - აქციის ორგანიზატორების უკრაინაში წასვლის შესახებ ინფორმაცია არის დეზინფორმაცია

ხვალინდელი აქცია დასაწყისი პროცესია და არა დასასრული. ჩვენ გვინდა, რომ ანტიქართულ და ანტიევროპულ დივერსიას, რასაც „ქართული ოცნება“ აწყობს, ქუჩაში შევეწინააღმდეგოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მანჯგალაძის განმარტებით, აქციის ორგანიზატორების უკრაინაში წასვლის შესახებ ინფორმაცია, არის დეზინფორმაცია.

ამასთან, მისი თქმით, ცენზურას არ დააწესებენ, თუ აქციაზე უკრაინის სოლიდარობასთან ერთად, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი მოწოდებები გაჟღერდება.

გიორგი ვაშაძე საქართველოშია, გავდივართ ყველა დეტალს იმისათვის, რომ მაღალი ორგანიზებულობა ვაჩვენოთ. ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ გადაწყვიტა წასვლა, როდესაც ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებაზე, მისულიყო ფორუმზე, როგორც მეგობარი ქვეყანა, სადაც უკრაინის მხარდაჭერა და სოლიდარობა უნდა გამოცხადებულიყო.

ორგანიზატორების უკრაინაში წასვლის შესახებ ინფორმაცია არის დეზინფორმაცია. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რომ ხალხს ეგონოს, აქცია დააანონსეს და აქცია არ იყოს. ხვალ, 19:00 საათზე, თქვენ დაგხვდებათ კარგად ორგანიზებული, უკრაინის სოლიდარობის და ჩვენი გმირების მხარდამჭერი აქცია.

აქციაზე იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიის მხარდამჭერებიც. აქციაზე იქნებიან, ვინც მიშას არ მოკვლის თემამ გააერთიანა, ვინც ნიკა გვარამიას და ტელევიზიის საკითხმა გამოიყვანა. აქციაზე იქნებიან არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჩვენ არავის დავუშლით, თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ, მაგრამ ეს აქცია არ გადაიქცევა პოლიტიკურ აქციად. აქცია დასრულდება ისე, როგორც ჩაფიქრებულია, სოლიდარობის აქციად. ამის შემდეგ, რაც იქნება ხალხის დაკვეთა, მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა, ოღონდ არა ამ სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას. ვგულისხმობ, იმას, რომ ეს აქცია დასაწყისი პროცესია და არა დასასრული. ჩვენ გვინდა, რომ ანტიქართულ და ანტიევროპულ დივერსიას, რასაც „ქართული ოცნება“ აწყობს, ქუჩაში შევეწინააღმდეგოთ.

მიშას თემას აქციის 10 გამომსვლელიდან თუ რომელიმე დააყენებს, ჩვენ ცენზურას ვერ დავაწესებთ. მიშას თემა არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საკითხი. ეს თემა დაკავშირებულია ევროპულ მომავალთან“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ხვალ აქციის მიმდინარეობისას იქნება ჩართვები უკრაინიდან.

ამასთან, მანჯგალაძის თქმით, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, შალვა პაპუაშვილი დაიმალნენ და კიევში არ წავიდნენ. მისი თქმით, ამ საქმეს საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, ელენე ხოშტარია აკეთებს.

„ამ სირცხვილს საქართველოს ჩამორეცხავს საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ იყო შეთავაზება ძალიან მაღალი რანგის მეგობრობის ჯგუფის სახელით. თალაკვაძე თავიდან არ პასუხობდა და შემდეგ უთხრეს რა მიზეზითაც არ მიდიოდნენ. მიზეზს ყოველთვის იპოვი, თუ არ გინდა ჩასვლა“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა