ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში  - უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება.

„ერთი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენი ერთიანობა თანამოაზრე პარტნიორებთან ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს.

უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა.

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!