ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთი ევროპაზე ზეწოლისთვის ევროპაში მოვა

სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისრტ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენზე ზეწოლა ომამდე უფრო დიდი იყო. ხოლო შეჭრის დაწყებიდან ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთი არა სახელმწიფო, არამედ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომ მოსაკლავად და ტერიტორიების დასაპყრობად მოვიდა. ყველამ გაიგო, უკრაინისა და ყველაფერ უკრაინულის განადგურების საკითხი დგას”, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინაზე ზეწოლა “შეუძლებელია”.

“სურს ვინმეს? - კი! მაგრამ ეს ხალხი ხმამაღლა ნაკლებად საუბრობს და ეს მშვენიერია, უკეთ ესმით აქამდე ვისთან ჰქონდათ დიალოგი… აზრი არ აქვს უკრაინაზე ზეწოლას. რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთი ევროპაზე ზეწოლისთვის ევროპაში მოვა”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა