გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის დავით კარგარეთელის ინიციატივით, სტუდენტებისთვის მატერიალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა

გარდაბნის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის და მოტივაციის ამაღლების მიზნით სტუდენტებისთვის მატერიალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა.

მათივე ცნობით, პროგრამა გულისხმობს 25 წლამდე, მაღალი აკადემიური მოსწრების (მთლიანი სარეიტინგო 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით) მქონე სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას.

სტუდენტი შესაძლებელია წელიწადში ორჯერ დაფინანსდეს.

„ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს განათლება, ახალგაზრდობის და სტუდენტების მხარდაჭერა სწორედ ამიტომ იანვრიდან ამოქმედდა ახალი სოციალური პროგრამა წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელიც გულისხმობს სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური წახალისება, ეს არის დამატებითი მოტივაცია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის ეტაპობრივად ვგეგმავთ ფინანსური წახალისების მოცულობის ზრდას. გარდა ამისა, გვექნება არაერთი საინტერესო ინიციატივა ახალგაზრდებისთვის'',-განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რაც გულისხმობს გარკვეული კატეგორიის სტუდენტების ყოველთვიურად ფინანსურ ხელშეწყობას.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე