შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე კლდიდან ჩამოშლილი ქვის ლოდები გაწმენდილია. ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა.
“აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე კლდიდან ჩამოშლილი ლოდები გაწმენდილია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილესთან და შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო”, - აცხადებენ უწყებაში.