„ლელოს" ლიდერები კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.
როგორც „ლელოში“ აცხადებენ, საუბარი შეეხებოდა პოლიტიკურ თემებს, რომელიც დღის წესრიგშია.
მათივე ცნობით, „ლელოს" ლიდერები ვიტალი კლიჩკოს სხვადასხვა მიმართულებით ჰუმანიტარული მისიების მობილიზებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
„მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ ვიტალი კლიჩკოს ქართველი ხალხის თანადგომა დაუფიქსირეს და დახმარება აღუთქვეს.
საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე, რომელიც დღის წესრიგშია. ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც კიევი დგას. „ლელოს" ლიდერები ვიტალი კლიჩკოს სხვადასხვა მიმართულებით ჰუმანიტარული მისიების მობილიზებაში დახმარებას დაპირდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედაზე „ლელოს“ ლიდერებმა კიევს და მთლიანად უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ უსურვეს გამარჯვება, რომელიც საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"