ევროპული საბჭო - ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის გამარჯვებას - იმ დღემდე არ მოვისვენებთ

ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის გამარჯვებას. ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ გაცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესია დანაშაულია მშვიდობის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიას, გაეროს პრინციპებსა და კაცობრიობის ფასეულობებს.

“რუსეთი სისტემატურად ესხმის თავს სამოქალაქო პირებს, ანადგურებს ქალაქებს და თავს ესხმის უკრაინულ იდენტობას. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში, პასუხისმგებლობაში იქნას მიცემული”, - წერია განცხადებაში.

ევროკავშირის სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ უკრაინასთან და მის ხალხთან მყარად და სოლიდარობაში იმდენ ხანს იდგებიან, რამდენიც იქნება საჭირო.

“ყველა უკრაინელი იმსახურებს იმას, რომ მშვიდობაში იცხოვროს და თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ბედი. უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია”, - წერია განცხადებაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას უჭერენ მხარს და პირობას დებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინას გამარჯვების მიღწევაში დაეხმარებიან.

“ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ უკრაინის გამარჯვებას, საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემას, მშვიდობის აღდგენასა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უკრაინის აღდგენას და სამართლიანობის დამყარებას. იმ დღემდე არ მოვისვენებთ”, - წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, საფინანსო და სამხედრო სფეროებში დახმარებას გააგრძელებს.

“ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ უკრაინის აღდგენას, რისთვისაც ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში ვეცდებით გაყინული და დაბლოკილი რუსული აქტივების გამოყენებას. გავაგრძელებთ რუსეთზე კოლექტიურ ზეწოლას მისი აგრესიული ომის შეწყვეტის მიზნით. ამ მიზნით სანქციების მეათე პაკეტს დავამტკიცებთ და ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ეცდება ევროკავშირის ზომებისთვის გვერდის ავლას”, - წერია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს