ბალანსი - პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე

სანამ პროგრამა ბალანსის შესახებ მოგიყვებით, ზოგადად ქლაუდ ტექნოლოგიაზე ვისაუბროთ და მისი ბენეფიტებიც განვიხილოთ.

რა არის „Cloud“ ტექნოლოგია?

ჩვენ ცოდნასა და ინფორმაციაზე ორიენტირებული ეკონომიკის ეპოქაში ვცხოვრობთ. ინფორმაცია ჩვეულებრივი აქტივია და ჩვენი წარმატების ხარისხს ხშირ შემთხვევაში სწორედ ის განსაზღვრავს, თუ როგორ ვაზიარებთ და ვიღებთ ინფორმაციას. ამ კუთხით ბოლო რამდენიმე ათწლეულის მაძილზე განსკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სფეროს განვითარებაში ძირითადი გარდამტეხი სწორედ ღრუბლოვანი - იგივე Cloud ტექნოლოგიის შექმნა. Cloud Computing & Technology-ის ათვისებით ჩვენ ვხდებით ნაკლებად დამოკიდებული ფიზიკურ მოწყობილობებზე და ვიღებთ შესაძლებლობას შეუზღუდავად ვისარგებლოთ ინტერნეტით. ქლაუდი ვირტუალური სივრცეა, რომელიც ინტერნეტში არსებობს. ეს არის ერთგვარი „საცავი“, სადაც თავსდება სხვადასხვა ციფრული რესურსები. მაგალითად, კომპიუტერული პროგრამები, ფაილები, აპლიკაციები და სხვა. ხშირად ინტერნეტსა და ქლაუდს აიგივებენ, რაც არასწორია - ქლაუდი ინტერნეტის ერთ-ერთი ნაწილია მხოლოდ და მხოლოდ.

რა არის ქლაუდის მთავარი უპირატესობები?

შეუზღუდავი ტევადობა

ქლაუდის სივრცე არის შემოსაზღვრული ფიზიკური მოწყობილობების ტევადობით. ქლაუდი არის განუსაზღვრელი ტევადობის ვირტუალური საცავი - მომხმარებელი იყენებს იმდენს, რამდენიც სჭირდება და შესაბამისად, იხდის იმდენს, რამდენსაც იყენებს.

მასშტაბურობა

ბიზნესის წინაშე ხშირად დგება ინფორმაციის გამტარუნარიაონაბასთან დაკავშირებული გამოწვევები. ეს გამოწვეულია ბიზნესის განვითარებით, რასაც მონაცემებისა და ინფორმაციის მოცულობია ზრდაც მოჰყვება. ეს კი თავის მხრივ, ფიზიკურ სერვერებზე ზრდის დატვირთვას და წარმადობის პრობლემებს ქმნის. ამგვარი გამოწვევების წინაშე არ დგება კომპანია, რომელიც ქლაუდ სერვისით სარგებლობს: თუ მომხმარებელს მეტი სივრცე დასჭირდა, იხდის დამატებითი სერვისის საფასურს და იმატებს იმდენ სივრცეს, რამდენიც სჭირდება. ამგვარად მომხმარებელი ირიდებს დამატებით სერვერის შეძენისა და ამუშავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაშიც იგულისხმება როგორც ტექნიკის ისე, ისე სერვერის მოვლისათვის ადამიანური რესურსის ხარჯი. ანალოგიურად, მომხმარებელს შეუძლია შეამციროს ქლაუდ სივრცე, თუ აღარ სჭირდება ის მოცულობა რაც ჰქონდა. ამგვარ მოქნილობასა და მასშტაბურობას ტექნოლოგიებში მოღვაწე ადამიანები „ოპერატიულ სისწრაფეს“ უწოდებენ.

ხელმისაწვდომი ფასი

როგორც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, Cloud ტექნოლოგია გამორიცხავს ფიზიკური სერვერების საჭიროებას. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ბიზნესისთვის კაპიტალურ ხარჯებს. ამასთან, ქლაუდ ტექნოლოგია მომხმარებელს სთავაზობს “Subscribe” ტიპის Saas – Software as a service ტექოლოგიასაც. ეს ნიშნავს, რომ მცირე კომპანიებს, რომლებსაც საქმიანობის დასაწყისში მასშტაბური ხარჯების გაღების შესაძლებლობა არ აქვთ, აღარ სჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების შეძენა. ნაცვლად ამისა, ისინი იღებენ პროგრამულ მომსახურებას როგორც სერვისს და იხდიან მხოლოდ იქამდე, როდემდეც სჭირდებათ ეს პროგრამები. პროგრამა ბალანსი არის საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე და უკვე 4 წელია ქლაუდ სერვისს, ანუ სწორედ ასეთი გადახდის სისტემას სთავაზობს მომხმარებელს. მომხმარებელი იხდის ბალანსის ყოველთვიურ მინიმალურ საფასურს და სარგებლობს პროგრამით, ლოკალური ლიცენზიების შეძენის გარეშე.

ბალანსი - პირველი ქართული სააღრიცხვო სისტემა ქლაუდზე

ბალანსის ქლაუდ ვერსია დღეს უკვე 1000-ზე მეტ მომხმარებელ კომპანიას ითვლის. პროგრამასთან წვდომა მაქსიმალურად გამარტივებულია ბალანსის ოფიციალური ვერ-გვერდის გამოყენებით. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ იქმნება მომხმარებლის პროფილი - მისი პირადი ონლაინ კაბინეტი.

მომხმარებელი კაბინეტიდან მართავს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველანაირი დოკუმენტაციას: უკვეთავს სასურველ ლიცენზიებს, იღებს ინვოისებს და ბარათით იხდის საფასურს. აქვე ამატებს კომპანიის ბაზას და იწვევს თანამშრომლებს შესაბამისი როლით.

როგორ მუშაობს ბალანსი?

ბალანსი არ არის ტრადიციული საბუღალტრო პროგრამა, განკუთვნილი მხოლოდ ფინანსური ანგარიშგებისთვის. ეს არის მინი ERP სისტემა, რომელიც აერთიანებს საბუღალტრო აღრიცხვასა და ბიზნესის ყოველდღიურ საოპერაციო ნაწილს. მაგალითად, სავაჭრო ობიექტეში მოხმარებისათვის, ბალანსი ინტეგრირდება მაღაზიის ყველა მოწყობილობასთან - სასწორთან, პოს-ტერმინალთან და ა.შ. პროგრამას აქვს თაჩიანი „პოსი“. მას შემდეგ, რაც პროდუქტი მოლარის მიერ გატარდება ბალანსის პოსზე, პროგრამა ავტომატურად შექმნის გაყიდვის ოპერაციას გაყიდვების მოდულში, გაყიდული პროდუქტი ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან და ავტომატურად შეიქმნება ბუღალტრული გატარებებიც - დებეტ/კრედიტი. ეს ერთიანი სისტემა უზრუნველყოფს, რომ ბუღალტერს, დირექტორს, მენეჯერსა და პროგრამის ყველა მომხმარებელს, ვისაც შესაბამის ინფორმაციაზე წვდომა აქვს, მაღაზიაში გაყიდვების შესახებ მონაცემები ლიავ რეჟიმში მიეწოდოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პროგრამა ქლაუდზე მუშაობს - მომხმარებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში იღებს გაყიდვების რეპორტს.

ვისთვისაა ბალასი?

ბალანსის მომხმარებლები წარმოადგენენ თითქმის ყველა სფეროს - სურსათი და ქსელური მაღაზიები, სასაწყობე მეურნეობები, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სწრაფი კვების ობიექტები, საწარმოები, ავტონაწილების სავაჭრო ობიექტები, სამშენელო კომპანები და ა.შ.

რა დამატებით სერვსისს სთავაზობს ბალანსი მომხმარებელს?

ქლაუდთან ერთად, ბალანსს აქვს ლოკალური ვერსიაც. შესაძლებელია პროგრამის ლიცენზიის ყიდვა და კომპიუტერზე დაყენება. ამასთან, ბალანსს ჰყავს ანალიტიკოსებისა და დეველოპერების გუნდი, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ. მაგალითად, დანერგვის სერვისი - იმისათვის, რომ კომპანიის პროცესები პროგრამაში სწორად აეწყოს და როგორც ბუღალტრებმა, ისე საოპერაციო ნაწილის თანამშრომლებმა ეფექტურად იმუშაონ. გარდა ამისა, ბალანსის მომხმარებლებისთვის არსებობს პროგრამის შემსწავლელი ტრენინგი და ვიდეო ტუტორიალები.

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად დაუკავშრდით ბალანსის გუნდს: 596 105 890 ან ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.balance.ge

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს