ოლექსი რეზნიკოვი - ახალ პერიოდში შევდივართ, იქნება ჩვენი კონტრიერიში

ახალ პერიოდში შევდივართ, იქნება ჩვენი კონტრიერიში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

„ახალ პერიოდში შევდივართ. ახალი მიზნით - მოვიპოვოთ გამარჯვება. ერთი წლის წინ ბევრი ელოდა, რომ რამდენიმე კვირაში უკრაინა აღარ იქნება. ყველაფერი შეიცვალა. დღეს მთავარი კითხვაა დღის წესრიგში, როგორი იქნება უკრაინის გამარჯვება? პასუხი მარტივია. გამარჯვება - ეს არის 1991 წლის საზღვრებამდე ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება და რუსეთის მხრიდან საფრთხის ლიკვიდაცია”, - წერს რეზნიკოვი.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში უკრაინა მარტო არ არის და მას 54 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია უჭერს მხარს.

„რა გველის? მეტი იარაღი, მათ შორის უკრაინული, თავდაცვის ყველა ძალებისთვის. იქნება ტანკები და ჯავშანტექნიკა. კიდევ უფრო უკეთ ჩამოვაგდებთ ტერორისტების რაკეტებსა და დრონებს, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ. პარტნიორების მონაწილეობით იქნება ჩვენი დამცველების მომზადების პროგრამები", - წერს რეზნიკოვი.

მისი თქმით, ტექნოლოგიების მეშვეობით უკრაინას თავდაცვის ახალი ხარისხი ექნება.

„დარტყმებს უფრო ძლიერად და უფრო შორს მივიტანთ, ჰაერში, მიწაზე, ზღვაში და კიბერსივრცეში. იქნება ჩვენი კონტრიერიში. ბევრს ვმუშაობთ, რათა იგი მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ”, - წერს რეზნიკოვი.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით