ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქ მარნეულში 2000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება.

„ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სტადიონი UEFA II კატეგორიის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და პარკინგი მოეწყობა. სტადიონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება. სტადიონის კომპლექსში გასახდელები და სველი წერტილები მოეწყობა, დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ცნობით, პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 8 144 360 ლარია.

„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესი, მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ დაათვალიერეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ