ჯო ბაიდენი - დიქტატორი ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს - უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის, არასდროს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ვერ მიაღწევს, რადგან სისასტიკე ვერასდროს შეამცირებს უკრაინელი ხალხის ნებას.

„დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს. სისასტიკე ვერასოდეს შეამცირებს თავისუფლების ნებას და უკრაინა არასოდეს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. არასდროს“, - წერს ბაიდენი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს