იოსებ ხახალეიშვილი -  მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის სამართლიან და შეუპოვარ ბრძოლას

ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. რთული დღეების, თვეების გადატანა უწევს მეგობარ ქვეყანას-უკრაინელები იცავენ სამშობლოს ერთიანობას, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, - ამის შესახებ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.

„ჩვენთან, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე. სულ მალე, ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში გენერატორს გავაგზავნით.

ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც. ისინი მუდმივად გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას. ჩვენ ამ თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ.

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის