ბათუმში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები სხვადასხვა ღონისძიებას მართავენ

ბათუმში ევროპის მოედანზე “მაედან ბათუმის” ინიციატივით, უკრაინაში დაღუპული სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ.

მათ უკრაინისა და საქართველოს დროშები, ასევე უკრაინაში ომის ამსახველი ფოტო გამოფენა მოაწყვეს.

“ამ აქციის მიზანია, გმირობის ერთი წელი. უკრაინა ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენი მოძრაობა “არ გადადოს” წევრები შევუერთდით ღონისძიებას, რომ პატივი მივაგოთ უკრაინაში დაღუპულ ქართველი და უკრაინელ ჯარისკაცების ხსოვნას”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა

ბათუმში ასევე, საქველმოქმედო აუქციონი მიმდინარეობს, სადაც გაიყიდება უკრაინის ომიდან ჩამოტანილი სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ნივთი, ასევე დროშები სამხედროების ხელმოწერებით.

ამასთან, ბათუმში კინოთეატრ “აპოლოში” 19:00 საათზე დაგეგმილია მანტას კვედარავიჩიუსის დოკუმენტური ფილმის “მარიუპოლის” ჩვენება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები