გიგი უგულავა - მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ, რომ თალხი და ჩირქი, რომელიც საქართველოს აცხია, არ არის ქართული საზოგადოების არჩევანი

ჩვენ მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ის თალხი და ჩირქი, რომელიც საქართველოს დღეს აცხია, არ არის ქართული საზოგადოების არჩევანი და რომ ქართული საზოგადოება ივანიშვილს, მის ფულს და მის შიშებს რუსულ ურდოში არ ჩაჰყვება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება „მტერს ელაქუცება“ და მოყვარეს „ეჩხუბება“, საზოგადოების აქტიურობა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გაცხადებული ღალატის გზას დაადგა, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მტერს ელაქუცება და მოყვარეს ეჩხუბება, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი რეგიონიდან ჩვენი მოძმე ხალხები ცივილიზაციურ არჩევანს აკეთებენ, საზოგადოების აქტიურობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, კრიტიკულ სიტუაციაში საერთაშორისო არენაზე ხელისუფლება წარმოაჩენს ხალხს და ეს ასე არ არის, ამიტომ ჩვენ მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ის თალხი და ის ჩირქი, რომელიც საქართველოს დღეს აცხია, არ არის ქართული საზოგადოების არჩევანი და რომ ქართული საზოგადოება ივანიშვილს, მის ფულს და მის შიშებს რუსულ ურდოში არ ჩაჰყვება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს