ვოლოდიმირ ზელენსკი - მთავარია, ჩემმა შვილებმა იამაყონ ჩემით - მიხარია, რომ ისინი უკრაინაში არიან, რადგან ქვეყანა აქ არის, რადგან ბიჭები და გოგონები აქ იხოცებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ის და მისი ოჯახი ომის რეალობას, ყველაზე რთული იყო იმ კითხვებს შორის, რომელიც მას დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

”ბოლო კითხვა ყველაზე რთულია. მე ისინი, რა თქმა უნდა, მიყვარს, მე მიყვარს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, ისინი ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მე მათ ხშირად ვერ ვხედავ.

ჩემი მშობლები - მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ. ისინი ყველა ჩემს გულში არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის შვილები ომის დროს ქვეყანაში იმყოფებოდნენ.

„მთავარია, ჩემმა შვილებმა იამაყონ ჩემით. მიხარია, რომ ისინი უკრაინაში არიან, უკრაინულ სკოლებში სწავლობენ. პრეზიდენტისთვის, ამჟამინდელი პრეზიდენტია ის თუ ყოფილი, როდესაც ომის დროს ხარ პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია შენი შვილები აქ გყავდეს, რადგან ქვეყანა აქ არის, რადგან ბიჭები და გოგონები აქ იხოცებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას გაუმართლა ოჯახსა და ქვეყანაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს