ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე - თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს?

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.

„თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს? ვერაფერი დავინახე გეგმაში, რაც მიუთითებს, რომ არის რაღაც, რაც ხელსაყრელი იქნება ვინმესთვის, გარდა რუსეთისა, თუკი ჩინეთის გეგმა შესრულდება”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენმა ცალსახად უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს და მას ირაციონალური უწოდა.

„იდეა, რომ ჩინეთი აპირებს მოლაპარაკებას ომის შედეგზე, რომელიც უკრაინისთვის სრულიად უსამართლო ომია, უბრალოდ ირაციონალურია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური იარაღის შესაძლო მიწოდების საკითხსაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან.

ცნობისთვის, გუშინ ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოითხოვს: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას. 12-პუნქტიანი გეგმის გარდა, ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული" და "ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს".

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის