შალვა პაპუაშვილი - „ხალხის ძალის“ პროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა, როგორც კი დაიწყება, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გვექნება და მათ წუხილს გავითვალისწინებთ

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ ადამიანების უკან, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში მონაწილეობენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. მისივე თქმით, როგორც კი განხილვა დაიწყება, ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია ექნება და მათ წუხილს გაითვალისწინებს.

„იმ პროპაგანდისტული აჟიოტაჟის ფონზე, რაც „ხალხის ძალის“ პროექტის გარშემო მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გარკვეული წუხილი ისმის. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მე ჩვენს პარტნიორებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, კომუნიკაცია მაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საუბარი გვქონდა.

ყველა ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ ადამიანების უკან, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში მონაწილეობენ. გამჭვირვალობა აუცილებელია, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებისთვისაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზეა საუბარი. ეს, ჩართულობასთან ერთად, პასუხისმგებლობას გულისხმობს, რომელიც ამ სუბიექტებს საზოგადოების წინაშე უნდა ჰქონდეთ.

პროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. როგორც კი დაიწყება, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გვექნება და მათ წუხილს გავითვალისწინებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები გამჭვირვალობის უმაღლეს დონეზეა, თუმცა ქვეყანაში არსებობენ სუბიექტები, ვისაც გამჭვირვალობის იმავე დონე არ აქვთ.

„არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზღვარგარეთ საქართველოს რეპუტაციას ძირი გამოუთხარონ. ეს პროპაგანდისტული ტალღების ნაწილია. იმის გამო, რომ ამერიკაში, საქართველოსგან განსხვავებით, გამჭვირვალობის კანონი მოქმედებს, ვნახეთ, რომ საქართველოს გაშავებისთვის მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული და ამ თანხას თავად ქართველები იხდიან.

რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტების საიდუმლო შეხვედრების შესახებ, ყველაზე მეტად მაშფოთებს ის, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე, დავით კეზერაშვილი, თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. თავის დროზე, ევროპაში მიხეილ სააკაშვილიც ასე თავისუფლად გადაადგილდებოდა, რამაც მისი რევოლუციური აზრები წაახალისა. იმედი მაქვს, ევროპულ ქვეყნებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება იმას, რომ მათ ტერიტორიაზე ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულებები ეწყობა.

როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, მოხელეები გამჭვირვალობის უმაღლეს დონეზე არიან და იქვე, არსებობენ სხვა სუბიექტები, რომლებსაც, სამწუხაროდ, გამჭვირვალობის იმავე დონე არ აქვთ, მნიშვნელოვანია, ეს საკითხი მოგვარდეს. ჩვენ საქართველოს საზოგადოების სახელით ვმოქმედებთ და მათი უფლებაა, იცოდნენ ყველა ფინანსური რესურსი, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უკან დგას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს