19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები არ მუშაობს და ქართველ ხალხს, ცივილიზებულ სამყაროსთან მეგობრობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადააფიქრებინებთ

თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები არ მუშაობს და ქართველ ხალხს, ცივილიზებულ სამყაროსთან მეგობრობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადააფიქრებინებთ. ამას ვეუბნები კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ბოლშევიზმი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან კოჯორში, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს, 25 თებერვალია, 100 წელი გავიდა და 100 წლის მერე ისტორია მეორდება. მაშინაც ჯერ, უკრაინა აიღო რუსეთმა და შემდეგ, საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. უკრაინელი ხალხის ბრძოლა რომ არა, და 3 დღის დანებების ნაცვლად, ეს 365-დღიანი ნგრევა რუსული ტოტალიტარული იმპერიისა, რასაც ისინი აკეთებენ, დღეს ჩვენ სახელმწიფოებრიობა შეიძლება, არ გვქონოდა და საბჭოთა კავშირში აღმოგვეჩინა თავი, რისი რეინკარნაციის მცდელობაც ჰქონდა რუსეთის იმპერიას. როგორც მაშინ არსებობდნენ ბოლშევიკები ქართული სახელი და გვარით, რომლებიც ხალხს ეუბნებოდნენ, ჩვენ მოგვაქვს მშვიდობა, კეთილდღეობა რუსულ იმპერიასთან ერთადო, სამწუხაროდ, ასეთივე ბოლშევიკები გვყავს დღეს, რომლებიც პირდაპირ ამბობენ - უნდა წაგიყვანოთ რუსულ ჭაობში. აბა, თუ იცით, ვინ არიან ეს ბოლშევიკები? – „ქართული ოცნება“, მე მათ გუშინდელი შეკრების მერე ვეუბნები, თქვენ კიდევ ერთხელ დაინახეთ, რომ ხალხი, ამის უფლებას არ მოგცემთ, თქვენი დეზინფორმაცია, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები არ მუშაობს და ქართველ ხალხს, იმ ცივილიზებულ სამყაროსთან მეგობრობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადააფიქრებინებთ. ამას ვეუბნები კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ბოლშევიზმი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა