შალვა პაპუაშვილი - ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ოკუპაცია დასრულდეს,  საქართველო გაერთიანდეს, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი

ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„102 წლის წინ, ამ ადგილებში, ისევე როგორც სხვაგან საქართველოში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად. სამწუხაროდ მაშინ ეს ბრძოლები დამთავრდა საქართველოს ოკუპაციით. სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისოს საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერების დაპყრობის მცდელობებზე და დაპყრობის შედეგებზე. გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც ეს ოკუპაცია მიმდინარეობს მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის საქართველოს იურისდიქციის და კონტროლის შესუსტებული კონტროლის ქვეშ და არის სხვა ქვეყნის საოკუპაციო ძალები განთავსებული ამ ტერიტორიებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო რუსეთის აგრესიამ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა, საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უზრუნველყო, რომ არ გაზრდილიყო უსაფრთხოების რისკები, რომლის წინაშე ქვეყანა ისედაც დგას.

„განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე პერიოდში, როდესაც მსოფლიო არის მთავარ გაურკვევლობაში უსაფრთხოების მხრივ, გამოწვევები, რომლის წინაშეც, რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დააყენა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება, უნდა იყოს ისე ნაპასუხევი. ძირითადი პრინციპები, რაც არსებობს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის იყოს გარანტირებული. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ აგრესიის დაწყების დღიდან და ამ ერთი წლის განმავლობაში, თუკი ჩვენ შევაჯამებთ ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების ერთიან ქმედებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა საზოგადოებამ უზრუნველყო, რომ მაქსიმალურად არ გაგვეზარდა ის რისკები, რომელიც ისეც არსებობს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მხრივ და უზრუნველგვეყო, რომ საქართველო ამ პერიოდის და მძიმე გეოპოლიტიკური ბრძოლების პერიოდში გამოვიდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანობა, დამოუკიდებლობა და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა