შალვა პაპუაშვილი კეზერაშვილზე - იმედი მაქვს, ამას ექნება სათანადო შეფასებებიც შესაბამისი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, როდესაც მათ ქვეყანაში დამნაშავეები თავისუფლად გეგმავენ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ

ახლა ეს გარკვეული დეჟავიუ არის, როდესაც ვხედავთ დავით კეზერაშვილს, ზუსტად ისეთივე დამნაშავეს, როგორიც იყო სააკაშვილი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ამიტომ, მე იმედი მაქვს, ამას ექნება სათანადო შეფასებებიც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს რეპუტაციას საზღვარგარეთ ძირი გამოუთხარონ.

მისი თქმით, სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა სააკაშვილი და საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით შემოიპარა. „ვხედავთ, რომ ის კამპანია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშია აგორებული საქართველოს წინააღმდეგ, საზღვარგარეთ არის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს რეპუტაციას საზღვარგარეთ, ძირი გამოუთხარონ პარტნიორობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ეს არის ნაწილი ამ პროპაგანდისტული ტალღების. ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტების, იქნება ეს კეზერაშვილი, იაკობაშვილი თუ სხვები, მათი საიდუმლო შეხვედრის შესახებ, სადაც ისინი გეგმავენ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, ახლა ეს გარკვეული დეჟავიუ არის, როდესაც ვხედავთ დავით კეზერაშვილს, ზუსტად ისეთივე დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ამიტომ მე იმედი მაქვს, ამას ექნება სათანადო შეფასებებიც. მათ შორის, შესაბამისი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, როდესაც მათ ქვეყანაში დამნაშავეები თავისუფლად გეგმავენ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ. მე ძალიან მაშფოთებს, რომ ირიბად არის წახალისებული საქართველოს წინააღმდეგ ასეთი შეთქმულებები. თავის დროზე ასე თავისუფლად გადაადგილდებოდა მიხეილ სააკაშვილი ევროპაში და სწორედ, ამან წაახალისა და რევოლუციური აზრები გაუღვივდა და შემოიპარა საქართველოში. - განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით