პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლების ყველა გადადგმული ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ იგი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და არა ევროკავშირის წევრობისთვის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ომის დაწყების ერთი წლის თავზე ვხედავთ უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერას ცივილიზებული სამყაროს მხრიდან.

ამ თემაზე ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები. ფაქტია, რომ შარშანდელ განცხადებეთან შედარებით ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა აშკარად შეცვლილია.

სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შეცვლილი რიტორიკა?

- უკრაინის ომთან დაკავშირებით ხელისუფლებამ საინტერესო განცხადებები გააკეთა, მაგრამ, ჩემი აზრით, საქმე გვაქვს უფრო ფორმალურ განსხვავებასთან, ვიდრე არსებით განსხვავებასთან.

ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა განცდა, რომ ომი მალე დასრულდებოდა, თან რუსეთის წარმატებით. ეს კარგად ჩანდა ომის დაწყების პირველ დღეებში. მთელი წელია ომი მიმდინარეობს და აშკარად ჩანს, რომ მათი მოლოდინები აშკარად არ გამართლდა.

არ გამართლდა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ არ გამართლდა რუსეთის მოლოდინები. უკრაინა მედგარ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს და მთელი მსოფლიო უკრაინის მხარესაა, მათ შორის რუსეთის პოტენციური მოკავშირეები, რომლებიც პირდაპირ ვერ ეხმარებიან და მხარში ვერ უდგანან რუსეთს.

როგორც ჩანს, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შეერბილებინა რიტორიკა, მაგრამ ისე, რომ პოლიტიკა არშებითად არ შეეცვალა. ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება ახსენებს რუსეთის აგრესიას. აქამდე მათ რიტორიკაში იყო შემდეგი რამ - ომი მიდის უკრაინაში, მაგრამ ხელისუფლება არ საუბრობდა ვისსა და ვის შორის მიდიოდა ომი. ძალიან იშვიათად, შიდა მოხმარებისთვის ახსენებდნენ რუსეთს, მაგრამ საგარეო კონტექტში რუსეთს არასდროს ახენებდნენ.

ხელისუფლება საუბრობდა იმაზე, რომ ვირაცეები დაესხნენ თავს უკრაინას, მაგრამ არ აზუსტებდნენ ვინ იყო თავდასხმელი. თან ამბობდნენ, ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, მაგრამ, არ ახსენებდნენ რუსეთ-უკრაინის კონტექსტს. ახლა პირველად გაიჟღერა რამოდენიმეჯერ რუსეთი. ცდილობენ არ ახსენონ რუსეთი.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ცდილობს არ გააიგივონ უკრაინა-რუსეთის ომი საქართველო- რუსეთის ომთან, რომელიც 2008 წელს იყო. თითქოს ეს სხვადასხვა მოვლენებია, არადა, ახლა მთელი მსოფლიო იმაზე საუბრობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის გაგრძელებაა.

ხელისუფლება ცდილობს არ გააიგივონ უკრაინა-რუსეთის ომი საქართველო- რუსეთის ომთან, რომელიც 2008 წელს იყო. თითქოს ეს სხვადასხვა მოვლენებია, არადა, ახლა მთელი მსოფლიო იმაზე საუბრობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის გაგრძელებაა

ჩემი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართაც ისაა, რომ იგი არ ამბობს, რომ უკრაინის ომი და საქართველოს ომი იყო რუსულ იმპერიალიზმთან ომი. მეტიც, ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სწორედ ამ კონტესტში. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მას აქვს მკაფიო ხედვები ჩვენი კონფლიქტების გადასაჭრელად და რუსეთ-უკრაინის ომს არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსთან.

და ეს მაშინ, როცა ყველა ჩვენი მოკავშირე და დასავლელი ლიდერები ცალსახად ამბობენ რომ რუსეთი მსოფლიო პრობლემაა, რუსეთმა ჩაითრია საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავის იმპერიალისტურ ომში. ამ დროს ჩვენ ვამბობთ, რომ არა, ბატონო. ვიმეორებ, უკრაინის ომთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკა შეცვლილია, მაგრამ არა არსებითად.

უკრაინის ომთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკა შეცვლილია, მაგრამ არა არსებითად

- ომის დაწყების წლისთავზე კიევში იმყოფებოდა ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო, მანამდე კიევს აშშ-ს პრეზიდენტი სტუმრობდა. უკრაინის რადაში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა საქართველოს ხელისუფლების დელეგაცია, მაგრამ იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

ამ თემაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა - „იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის ხელისუფლებიდან ისმის, თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ“.

ვითარებაში, როცა საქართველოს ევროპული არჩევანი გაცხადებული აქვს, სავარაუდოდ, როგორ აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენი ხელისუფლების „თავმოყვარე ქმედებებს“?

- საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ რიტორიკის დონეზე აქვს გაცხადებული საგარეო პოლიტიკა. ყველა ნაბიჯი, რაც ხელისუფლებამ გადადგა, მხედველობაში მაქვს 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები, თუნდაც ბოლო კანონპროექტი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა.

აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება არ მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, პირიქით, ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლება ყველა მოქმედებით ცდილობს რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი და მერე მომხდარი ვიღაცეებს დავაბრალოთ.

უკრაინის ომთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკა შეცვლილია, მაგრამ არა არსებითად

ცალსახად ამბობენ, რომ რასაც აკეთებენ არ ეხება 12 პუნქტს. არადა, რასაც აკეთებენ იმაზე უარესია. ევროკავშირი ვერანაირად ვერ გაითვალისწინებდა იმას, რომ მმართველი გუნდი გადადგამდა ნაბიჯებს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მიმართულებით.

ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის დღეს მთავარია, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება. მათ არაფერში არ სჭირდებათ ევროკავშირის წინაშე ვალდებულებების შესრულება. სასამართლოს თავისუფლება, დეცენტრალიზაცია, პოლიტიკური პროცესის დეპოლიტიზაცია.

2024 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებას სჭირდება პოლარიზაცია. ხელისუფლების ყველა გადადგმული ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და არა ევროკავშირის წევრობისთვის. რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ამას ხედავს ევროპაც და დანარჩენი მსოფლიოც. ამიტომაცაა, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იცვლება.

ჩვენი ხელისუფლება ყველა მოქმედებით ცდილობს რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი და მერე მომხდარი ვიღაცეებს დავაბრალოთ

ბრიუსელი და ვაშინგტონი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები არის არაევროპული და ალბათ, ყველა დაელოდება 2024 წლის არჩევნებს. თუ საქართველოს საზოგადოება მკაფიოდ იტყვის, რომ მას უნდა ევროპა, მაშინ ევროკავშირი ჩვენკენ შემოტრიალდება. დღეს ევროკავშირი ხედვას, რომ საქართველო უფრო რუსეთისკენ მიდის, ვიდრე ევროპისკენ.

ხელისუფლების ყველა გადადგმული ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და არა ევროკავშირის წევრობისთვის

დღევანდელი მოცემულობით „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ იმედია, მას არ ექნება ყველაფრის ისე კონტროლის საშუალება, როგორიც დღეს აქვს. ფაქტია, რომ ჩვენ დღეს ბელორუსიის მოდელს უფრო ვირჩევთ, ვიდრე ევროპულ მოდელს.

- ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისი მიღება შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულია. მეტიც, ხან ამბობენ, - მოდით ამერიკული მოვიღოთო, ხან ამბობენ, რომ ამერიკულთან შედარებით უფრო ლიბერალურ კანონს მიიღებენ.

ამ კანონს მმართველი გუნდი მიიღებს? და თუ მიიღებს, სავარაუდოდ, რას იფიქრებენ ჩვენზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები?

- ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდი ე.წ. კანონს „აგენტების“ შესახებ აუცილებლად მიიღებს. ჩვენი პარტნიორები კი იფიქრებენ, რომ საქართველო არ მიდის ევროკავშირისკენ და პრინციპულად უარყოფს ყველა იმ ღირებულებებს, რაზეცაა დაფუძნებული ევროკავშირი.

თუ საქართველოს საზოგადოება მკაფიოდ იტყვის, რომ მას უნდა ევროპა, მაშინ ევროკავშირი ჩვენკენ შემოტრიალდება. დღეს ევროკავშირი ხედვას, რომ საქართველო უფრო რუსეთისკენ მიდის, ვიდრე ევროპისკენ

ვფიქრობ, რომ „აგენტების“ კანონის მიღებით ხელისუფლებს უნდა შექმნას ახალი მტრის ხატი. მანამდე მტრის ხატი იყო „ნაცმოძრაობა“. თავად „ნაცმოძრაობამ“ შეუწყო ხელი მისგან მტრის ხატის შექმნას. თავად გაიყვნენ და ერთმანეთს დაერივნენ. სააკაშვილი უძლურია და ამ ფონზე მათგან მტრის ხატი ეფექტურად ვერ მუშაობს. ახლა ხელისუფლებას სასწრაფოდ დასჭირდა ახალი მტრის ხატის შექმნა ისეთი პროდასავლური ძალებისგან, როგორც არასამთავრებო სექტორია.

მმართველი გუნდი ე.წ. კანონს „აგენტების“ შესახებ აუცილებლად მიიღებს. ჩვენი პარტნიორები კი იფიქრებენ, რომ საქართველო არ მიდის ევროკავშირისკენ და პრინციპულად უარყოფს ყველა იმ ღირებულებებს, რაზეცაა დაფუძნებული ევროკავშირი

მათი აზრით, არასამთავროები ორგანიზაციები დასავლეთიდან იმართებიან. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა დასავლეთისა და დასავლური ინსტიტუტების დისკრეტიზაცია. მათ უნდათ არასამთავრობო სექტორისგან შექმნან მტრის ხატი. არადა, ცხადად ჩანს, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკაში არ მიდის და „ქართული ოცნების“ კონკურენტი არაა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწუხებს ის, რომ სამოქალაქო სექტორს ქვეყანაში გარკვეული გავლენები აქვს.

ჩვენი არასამთავრობიები უამრავ პროექტებს ახორციელებენ სწორედ დასავლელი ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურების დახმარებით. ეს ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები, ეკოლოგიური თემები და ასე შემდეგ.

ხელისუფლებას უნდა მოახდინოს დისკრეტიზაცია იმ ძალების, რომლებიც რეალურად არიან პროდასავლური ძალები.

- თებერვალი საქართველოსთვის მძიმე დღეა. თებერვალში ხშირად ვიხსნებთ 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს.

საუკუნეზე მეტია გასული ამ თარიღიდან, ეპოქებს შორის განსხვავებები მეტია, ვიდრე მსგავსება, მაგრამ იმის გამო, რომ ისტორიას განმეორება ახასიათებს, ბევრი გამოთქვას ისტორიის განმეორების შიშს.

რამდენად საფუძვლიანია ამგვარი შიშები და მტკიცებები?

- საფუძვლიანია, თუ საქართველო არ იქნება ევროპულოი ღირებულებების. თუ 1921 წლის თებერვალში რუსეთს საქართველოს აღება დასჭირდა სისხლით, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი მშვიდობით. რუსეთის აგრესიის შემთხევაში მთელი მსოფლიო ჩვენს მხარეს იქნება.

მაშინ თურქეთი გადიოდა კავკასიიდან. ახლა თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებულია, თან ძალიან ძლიერად. თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და დასავლური სამყაროს ნაწილია. მან უკვე შეძლო სამხრეთ კავკასიაში ადგილის დამკვიდრება.

სულ ახლახან თურქეთმა საშინელი მიწისძვრა განიცა და ვსარგებლობ შემთხვევით და ვუსამძიმრებ მთელ თურქ ხალხს. მიწისძვრით თურქეთის სიძლიერე არ შესუსტებულა. მას შავ ზრვაზე და კავკასიაში დიდი გავლენა აქვს. ერთადერთია საქართველო, რომელიც არ არის ჩართული ამ ახალ რეალობაში.

თუ საქართველო თურქეთს, როგორც უსაფრთხოების გარანტს გვერდით ამოიყენებდა, მაშინ ვითარება შეიცვლებოდა, ანკარა მეგობრობს აზერბაიჯანთან და უკრაინასთან და რატომ არ შეიძლება მან უფრო დიდი როლი შეასრულოს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თურქეთის ინტერესებში უნდა იყოს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა.

ახლა ხელისუფლებას სასწრაფოდ დასჭირდა ახალი მტრის ხატის შექმნა ისეთი პროდასავლური ძალებისგან, როგორც არასამთავრებო სექტორია

ახლა პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ანკარაში და მხოლოდ მიწისძვარზე ილაპარაკა. კარგია, რომ ჩავიდა, ჩასვლას მივესალმები, მაგრამ იმედი მაქვს, როგორც კი თურქეთში დალაგდება სიტუაცია, არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ და დაიწყებენ თურქეთთან საუბარს საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე.

1921 წელთან შედარებით ახლა სულ სხვა რეალობაა. ახლა რუსეთი სუსტია, იმ პერიოდისგან განსხვავებით ახლა არსებობს ევროკავშირი და ნატო, ევროკავშირისა და ნატოში ჩვენ გველოდებიან, მათი კარი ჩვენთვის ღიაა, ახლა საჭიროა, ამ კარში შესვლა.

თუ საქართველო თურქეთს, როგორც უსაფრთხოების გარანტს გვერდით ამოიყენებდა, მაშინ ვითარება შეიცვლებოდა, ანკარა მეგობრობს აზერბაიჯანთან და უკრაინასთან და რატომ არ შეიძლება მან უფრო დიდი როლი შეასრულოს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

- 24 თებერვალს, უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების წლისთვზე თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ამ აქციაზე ითქვა, რომ ოპოზიციური ძალებისა და სამოქაალქო სექტორის ინიციატივით ორშაბათიდან თბილისში პერმანენტული აქციები დაიწყება.

როგორც ჩანს, აქციები დაიწყება, ამიტომ გკითხავთ - სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- სამწუხაროდ, ოპოზიცია სუსტია და ვერ აკმაყოფილებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებს. საზოგადოებას ცვლილებები უნდა, მაგრამ საზოგადოება ვერ ხედავს თუ ვინ შეიძლება აირჩიოს „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად. ამგვარი ვითარება ოპოზიციისთვის სერიოზული გამოწვევაა.

ასეთი ვითარებით „ქართული ოცნება“ ბედნიერია. მან თავისი სუსტი წერტილები კარგად იცის, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ მისი სიძლიერე პირველ რიგში ოპოზიციის სისუსტეს უკავშირდება. ამიტომ დაიწყო მმართველმა გუნდმა ახლა სამოქალაქო სექტორის დისკრეტიტაცია.

საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს არა მარტო ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას, არამედ ისეთ საკითხებზე საუბარს, რაც საზოგადოებას აწუხებს. ეს უპირველესად არის სიღარიბე, უმუშევრობა და სხვა სოციალური საკითხები. ასევე გეოპოლიტიკური გამოწვევები. თუნდაც ის, რაზეც თურქეთთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეთ. ასევე ევროკავშირისა და ნატოს კონტექსტი. ამაზე უნდა იყოს მეტი საუბარი.

პრაქტიკულად, ოპოზიციის ხედვა ორ თემაზეა - ვინაა საქართველოში ოლიგარქი და ივანიშვილზეა მთელი ყურადღება, რაც არ მუშაობს და მეორე გახლავთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ჯანდაცვის საკითხები აქტუალურია, მაგრამ,, ეს თემა უნდა იყოს მესამე, ან მეოთხე. პირველი და მეორე უნდა იყოს სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, ევროკავშირში გაწევრიანება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ ამ თემებზე კვალიფიციურ საუბარს ოპოზოცია შეძლებს.

- პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოდგილე ანდრეი ლოგინოვი დაინიშნა პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად სასამართლოს და საარბიტრაჟო სასამართლოებში. ეკონომიკურ საკითხებში.

მას დაევალა რუსეთსა და აფხაზეთის მხარეებს შორის 29 ივლისის 2022 წლის სანკტ-პეტერბურგში ხელმოწერილი შეთანხების შესრულებისას იყოს პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი და აღნიშნულ სასამართლოებში იყოს პრეზიდენტის წრამომადგენელი ეკონომიკური საკითხების განხილვას.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტ პუტინის ეს განკარგულება?

- როგორც ჩანს, რუსებს აქვთ განცდა და თან არაუსაფუძვლო, რომ აფხაზურ საზოგადოებას, აფხაზურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას არ უხარია აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის გაძლიერება.

გვაქვს უამრავი ფაქტები, თუ როგორ მოხდა აფხაზეთში რუსი ბიზნესმენებისთვის ბიზნესებისა თუ მიწის ნაკვეთების გაფორმება აფხაზური კანონმდებლობით თუ მაქინაციებვით და შემდეგ მათთვის ამ ქონებების ჩამორთმევა.

1921 წელთან შედარებით ახლა სულ სხვა რეალობაა. ახლა რუსეთი სუსტია, იმ პერიოდისგან განსხვავებით ახლა არსებობს ევროკავშირი და ნატო, ევროკავშირისა და ნატოში ჩვენ გველოდებიან, მათი კარი ჩვენთვის ღიაა, ახლა საჭიროა, ამ კარში შესვლა

ქონებრივი დავებს აფხაზეთში რუსი ბიზნესმენის სიცოცხლეც კი შეეწირა. რუსებს აქვთ განცდა, რომ აფხაზები ცდილობენ შეამცირონ რუსეთთან თანამშრომლობა და ამისთვის ხშირად არღვევენ თავისივე კანონმდებლობას.

ფვიქრობ, რომ პუტინის ამ განკარგულების მიზანია მინიმუმამდე დაიყვანონ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებობა რუს ბიზნესმენებთან მიმართებაში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა