პოლონეთის უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ რუსეთისგან ნავთობის მიღება შეწყვიტა

პოლონეთის უმსხვილესმა ნავთობკომპანია PKN Orlen-მა, რუსეთის მილსადენ „დრუჟბადან“ ნავთობის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ობაიტეკმა გაავრცელა.

მისი თქმით, ნავთობის მიღების შეჩერების მიზეზი რუსეთის გადაწყვეტილება გახდა.

ობაიტეკის განცხადებით, პოლონეთს ნავთობის საკმარისი მარაგები აქვს და სიახლეს სრულიად მომზადებული ხვდება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ნავთობი პოლონეთის ნავთობის ჯამური მიწოდების დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. პოლონეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება ეტაპობრივად შეამცირა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს