თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელია.

ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად ორივე პირ ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.