“საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.

დასაქმებულები 14 დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ.

ათეულობით აქციის მონაწილე დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს.

გაფიცვის მონაწილეების თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.

გაფიცულები პროცესში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

დასაქმებულებს დღეს სოლიდარობა სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებმა გამოუცხადეს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს