საირმეში, “საირმე მინერალ ვოთერსის” გაფიცულმა თანამშრომლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა
საირმეში, “საირმე მინერალ ვოთერსის” გაფიცულმა თანამშრომლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველები მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონიერ ზომებს მიმართავდნენ. სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს და აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გარიდება სცადეს.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც, მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს.