უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ხმელნიცკში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯერ ჩერნიგოვის ოლქი "გაწითლდა", შემდეგ კი მას კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქები მოჰყვა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქის თავზე მტრის საჰაერო სამიზნეებია აღმოჩენილი. ასევე, ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ოლქში მოწინააღმდეგის კუთვნილი ე.წ. „კამიკაძე-დრინები“ დააფიქსირეს.

"ოლქში „შაჰიდებია“, ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოებას. საჰაერო თავდაცვა წარმატებით მუშაობს", - წერს ვიაჩესლავ ჩაუსი.

ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხედო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში აფეთქებების ხმა გაისმა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა