უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯერ ჩერნიგოვის ოლქი "გაწითლდა", შემდეგ კი მას კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქები მოჰყვა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქის თავზე მტრის საჰაერო სამიზნეებია აღმოჩენილი. ასევე, ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ოლქში მოწინააღმდეგის კუთვნილი ე.წ. „კამიკაძე-დრონები“ დააფიქსირეს.

"ოლქში „შაჰიდებია“, ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოებას. საჰაერო თავდაცვა წარმატებით მუშაობს", - წერს ვიაჩესლავ ჩაუსი.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტების გადაადგილებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შესახებ. ეს ინფორმაცია შემდგომში პრეზიდენტის ოფისშიც დაადასტურეს.

„საჰაერო თავდაცვას უკვე აქვს მუშაობის დადებითი შედეგები“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს