უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის 14 დრონი გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე, გუშინ ღამიდან დილამდე პერიოდში, Shahed-ის ტიპის 14 დრონი გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინელებმა ამ დრონებიდან 11 ჩამოაგდეს.
„ღამის 23 საათიდან დილამდე რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის ტიპის 14 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. წინასწარი მონაცემებით, ამ დრონებიდან 11 უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, ხმელნიცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში წუხელ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
„ღამით რუსმა რაშისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ხმელნიცკის ოლქს. 3 დარტყმა განხორციელდა ქალაქ ხმელნიცკზე. წინასწარი ინფორმაციით, გვყავს 1 დაღუპული და 4 დაჭრილი. ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. დაზიანებულია სამოქალაქო სახლები“, - წერს ხმელნიცკის გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

























