ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება

„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილის განცხადებით, ეს კანონი პირდაპირ არღვევს სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტიდან 2 მათგანს და "ველს უსუფთავებს" ხელისუფლებას, რომ არჩევნები სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩაატაროს.

"კანდიდატის სტატუსის მიღების გადამწყვეტ ფაზაში, როცა სტატუსის მიღების კარგი შესაძლებლობა არსებობს, კანონის ირგვლივ დისკუსიის გახსნაც კი ხელისუფლების მხრიდან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი! მოვუწოდებთ "ოცნებას": შეწყვიტოს დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა.

ე.წ. აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როდესაც ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა და საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.

მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს "ოცნება" ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს.

„გამჭვირვალობა“ გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს.

სინამდვილეში, კანონი: პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მ-10 პუნქტებს; ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატაროს; აგენტის იარლიყს აკრავს ყველას, ვისი საქმიანობაც "ოცნების" უკანონო ძალაუფლებისთვის საფრთხის შემცველია.

კანონზე დისკუსიის გახსნის მიზანია ყურადღების გადატანა 12 პუნქტიდან, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია!

კანონპროექტის ინიციატორ და ხმის მიმცემ თითოეულ დეპუტატს შევახსენებთ იმ მძიმე და გარდაუვალ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის ინტერესების ღალატს მოსდევს - პასუხისმგებლობას, რომელიც პერსონალიზებული იქნება და ვერავინ გაექცევა - ვერც დამკვეთი და ვერც შემსრულებელი!

ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ ბრძოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებისგან კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის პირობებში, მით უფრო იზრდება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა,"- განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტსაც სთავაზობს, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება

„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილის განცხადებით, ეს კანონი პირდაპირ არღვევს სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტიდან 2 მათგანს და "ველს უსუფთავებს" ხელისუფლებას, რომ არჩევნები სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩაატაროს.

"კანდიდატის სტატუსის მიღების გადამწყვეტ ფაზაში, როცა სტატუსის მიღების კარგი შესაძლებლობა არსებობს, კანონის ირგვლივ დისკუსიის გახსნაც კი ხელისუფლების მხრიდან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი! მოვუწოდებთ "ოცნებას": შეწყვიტოს დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა.

ე.წ. აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როდესაც ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა და საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.

მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს "ოცნება" ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს.

„გამჭვირვალობა“ გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს.

სინამდვილეში, კანონი: პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მ-10 პუნქტებს; ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატაროს; აგენტის იარლიყს აკრავს ყველას, ვისი საქმიანობაც "ოცნების" უკანონო ძალაუფლებისთვის საფრთხის შემცველია.

კანონზე დისკუსიის გახსნის მიზანია ყურადღების გადატანა 12 პუნქტიდან, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია!

კანონპროექტის ინიციატორ და ხმის მიმცემ თითოეულ დეპუტატს შევახსენებთ იმ მძიმე და გარდაუვალ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის ინტერესების ღალატს მოსდევს - პასუხისმგებლობას, რომელიც პერსონალიზებული იქნება და ვერავინ გაექცევა - ვერც დამკვეთი და ვერც შემსრულებელი!

ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ ბრძოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებისგან კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის პირობებში, მით უფრო იზრდება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა,"- განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტსაც სთავაზობს, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის