დავით სერგეენკო „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - გასაოცარია წინასწარი შეფასებები და დაღების დასმა - ფინანსური გამჭვირვალეობის მომხრე ვარ, რა ორგანიზაციის მხრიდანაც არ უნდა იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ხალხის ძალის“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და ვერდიქტების გამოტანა ზედმეტია.

სერგეენკომ ამ კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ „გამჭვირვალე მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.

„კანონპროექტის დეტალები არ ვიცი. ინიციატორებს ორი ვერსია აქვთ. პარლამენტი ის ადგილია, სადაც კანონპროექტის გამჭვირვალე განხილვა უნდა მოხდეს. ჩემთვის გასაოცარია წინასწარი შეფასებები და დაღების დასმა ამა თუ იმ მიმართულებით. ფინანსური გამჭვირვალეობის მომხრე ვარ, რა ორგანიზაციის მხრიდანაც არ უნდა იყოს. გამჭვირვალე მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ადამიანები დაგვპირდნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნების შედარებით ანალიზს წარმოადგენდნენ და ყველას გვექნება საშუალება დისკუსია გავმართოთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.

კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა