თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დამნაშავედ ცნო.

თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით მიუსაჯა.

თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს, დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ოზთურქის ადვოკატის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან გალიფ ოზთურქის უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საქმეს მტკიცებულებებითა და მოწმეთა დაკითხვის შედეგად ბრალდებულის უდანაშაულობა იკვეთება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ცალმხრივი და ტენდენციურია. დადგენილ ვადებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და ვფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლოსაც მივმართოთ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს 8 წელი მიესაჯა”,- განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან თურქი ბიზნესმენის ახლობლებიც.

მათი თქმით, გალიფ ოზთურქი ციხეში უკანონოდ იმყოფება.

„დღევანდელი დღით აღშფოთებული ვართ, სასამართლოს ამ განაჩენს არ ველოდებოდით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არაა სწორი, ამას ადვოკატები გაასაჩივრებენ. არავის უფიქრია იმ თანამშრომლებზე, რომელთა ხელმძღვანელი უკანონო პატიმრობაშია. რა ეშველება ათასობით ადამიანს, რომელიც იქ დასაქმებულია და მათ უკან ოჯახებია”, - განაცხადეს „მეტრო სითის“ თანამშრომლებმა, რომლის მფლობელიც გალიფ ოზთურქია.

საქმის პროკურორის, ლევან მურვანიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია.

როგორც პროკურორი აცხადებს, ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.

ცნობისთვის, პროკურატურა თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა- მოხმარებას ედავებოდა. ამასთან, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს, წარდგენილი რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. ადვოკატის თენგიზ კახიძის თქმით, აღნიშნული ბრალდების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს