ფიოდორ ლუკიანოვი - არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ წინადადებების გამოქვეყნებას რაიმე გაგრძელება მოჰყვება

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ წინადადებაზე, სავარაუდოდ, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მათ გამოქვეყნებას, მიიღებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიწვევას, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს კრემლზე დამოკიდებულ რუსულ მედიაში საქართველოს ხელისუფლების ქება იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირზე, და საერთოდ, როგორ ჩანს მოსკოვიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, ინტერპრესნიუსი“ რუსეთის საგარეო, საგარეო ეკონომიკური და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, ფიოდორ ლუკიანოვს ესაუბრა.

- ბატონო ფიოდორ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე ჩინეთი გააქტიურდა. პეკინმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თავისი გეგმა-წინადადებები გამოაქვეყნა. თუმცა, ბევრი ამბობს, რომ ეს გეგმა კი არა, მხოლოდ პრინციპებია, ანუ ხედვაა ჩინეთის იმაზე, თუ რა პრინციპებზე უნდა მოგვარდეს კონფლიქტი.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთი მიერ გამოქვეყნებული განცხადება, გეგმაა თუ მხოლოდ პრინციპები? და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე პეკინის გააქტიურება?

- რა თქმა უნდა, ეს გეგმა არაა, უფრო პრინციპებია. ის, რაც ჩინეთმა განაცხადა, მე ამას უფრო პოლიტიკურ დეკლარაციას ვუწოდებდი. მისი მიზანია უპირველესად იმის დემონსტრირება, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩინეთი გვერდზე არ დგას.

ეს გასაგებია, რადგან ჩინეთის როლი მსოფლიოში იზრდება, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩინეთის მონაწილეობა სულ უფრო წონადი ხდება. ვითარებაში, როცა ჩინეთს სერიოზული ამბიციები აქვს, პეკინს არ შეეძლო ისეთი სახის მიღება, თითქოს რაც ახლა რუსეთ-უკრაინას შორის ხდება, მას არ ეხება. ამგვარი პოზიციის დაკავება მისთვის უხერხულიც კი იყო. მით უმეტეს, რომ ბევრი ასე თუ ისე, ცდილობს მასზე ჰქონდეს გავლენა, ან ცდილობს მის დამოწმებას.

ასეთ ფონზე ჩინეთი გამოვიდა ხედვებისა და წინადადებების პაკეტით, რომელსაც იმ სახით, რა სახითაც ისინი ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება ჰქონდეს პროცესებზე პრაქტიკული გავლენა. ასეა იმის გამო, რომ ჩინეთის წინადადებები ძალიან აკურატულად და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებითაა შედგენილი.

ჩინეთი გამოვიდა ხედვებისა და წინადადებების პაკეტით, რომელსაც იმ სახით, რა სახითაც ისინი ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება ჰქონდეს პროცესებზე პრაქტიკული გავლენა. ასეა იმის გამო, რომ ჩინეთის წინადადებები ძალიან აკურატულად და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებითაა შედგენილი

პეკინის მიერ წარმოდგენილ ძირითად პრინციპებზე არავინ არ კამათობს. რაც შეეხება კონკრეტიკას, უნდა ითქვას, რომ ჩინური წინადადებები ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული იმ თვალსაზრისით ახლა რაა გასაკეთებელი. ყველას სხვასხვაგვარი ინტერპრეტაცია აქვს იმაზე, თუ რატომ იქნა ესა თუ ის საკითხი ასე ფორმულირებული.

ჩინური წინადადებები ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული იმ თვალსაზრისით ახლა რაა გასაკეთებელი. ყველას სხვასხვაგვარი ინტერპრეტაცია აქვს იმაზე, თუ რატომ იქნა ესა თუ ის საკითხი ასე ფორმულირებული

პეკინის წინადადებებში ყველამ ის დაინახა, რისი დანახვა თავად უნდოდა. კონფლიქტში ჩინეთის ასეთი სახით მონაწილეობა ჩინეთს არა მხოლოდ აწყობს, მისთვის აუცილებელი პირობაა. ასეა იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩინეთს არ აწყობს მონაწილეობდეს. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ყველამ დაანახოს, რომ ამ კონფლიქტში პეკინი უმოქმედო ვერ იქნება. პეკინმა მოახდინა კეთილი ნების დემონსტრირება, მაგრამ არ აპირებს იყოს შუამავალი კონფლიქტის მხარეებს შორის და რისკებზე წასვლას არ აპირებს.

პეკინმა მოახდინა კეთილი ნების დემონსტრირება, მაგრამ არ აპირებს იყოს შუამავალი კონფლიქტის მხარეებს შორის და რისკებზე წასვლას არ აპირებს

ჩინეთის წინადადებებზე რეაქცია უკვე კარგად ჩანს. რუსეთმა ჩინეთს თავაზიანად გადაუხადა მადლობა და მთლიანობაში მხარიც დაუჭირა. დასავლეთის რეაქცია უფრო ნეგატიური იყო. ბევრმა თქვა, რომ ჩინეთი ამ წინადადებების გაცხადებისას გულწრფელი არ იყო და საერთოდ, ვის რა უნდა, კონკრეტული საქმით უნდა ვიმსჯელოთ.

ჩემი აზრით, პეკინის წინადადებებზე დასავლეთის რეაქცია ჩინეთისთვის შეუარაცმყოფელი იყო. იმის ნაცვლად რომ დასავლეთს ეთქვა, რომ ჩინეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ თქვეს, რომ ისინი ჩინეთს არ ენდობიან. ახლა ჩინეთს ყველა საფუძველი აქვს თქვას - ჩვენ შემოგთავაზეთ, მაგრამ დასავლეთს არ უნდა.

- ჩინურ წინადადებებზე უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის პოზიცია იყო საკმაოდ საინტერესო. მან პრეზიდენტს შეხვედრა შესთავაზა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ზელენსკის წინადადება? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგება?

- ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ და პირადად ზელენსკიმ კარგად იცის, იმ როლის შესახებ თუ რა როლი აქვს დღევანდელ მსოფლიოში ჩინეთს და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას მომავალში.

თუ სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც კიევი მხარდამჭერად და პარტნიორად თვლის, იგი საკმაოდ აგრესიულადაც კი მოქმედებს, ჩინეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება, რადგან ასეთი დამოკიდებულებით არაფერი გამოვა.

ზელენსკიმ ჩინეთთან მოქმედებისთვის საკმაოდ რაციონალური ქცევის გზა აირჩია. იგი მიესალმა ჩინეთის ძალისხმევას კონფლიქტთან მიმართებაში და მიიქცია ჩინეთის პრეზიდენტი რათა მან უკეთ აუხსნას თუ რა ხდება. რამდენად იმუშავებს ზელენსკის ამგვარი პოზიცია პეკინზე არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, სი ძინ პინი კიევთან ურთიერთობაში საკმაოდ ფრთხილი იქნება და მოერიდება ზელენსკისთან უმაღლეს დონეზე კონტაქტებსა და შეხვედრას.

ზელენსკიმ ჩინეთთან მოქმედებისთვის საკმაოდ რაციონალური ქცევის გზა აირჩია... რამდენად იმუშავებს ზელენსკის ამგვარი პოზიცია პეკინზე არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, სი ძინ პინი კიევთან ურთიერთობაში საკმაოდ ფრთხილი იქნება და მოერიდება ზელენსკისთან უმაღლეს დონეზე კონტაქტებსა და შეხვედრას

რადგან, ეს რომ მოხდეს შესაძლოა, ზელენსკისთან შეხვედრა პეკინს გარკვეულ ჟესტად აღიქვას კიევმა და დანარჩენმა სამყარომ. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ჟესტის გაკეთებას ჩინეთი არ მოისურვებს.

- თქვით, რომ ჩინური პრინციპები აკურატულადაა შედგენილი, მაგრამ, შეიძლება თქვას, რომ 12 პუნქტიანი ჩინური წინადადებები და ხედვები მთლად აკურატულადაც არ გამოიყურება.

ამის კარგი მაგალითია პირველი პუნქტი, რომელიც მხარეების მიერ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სუვერენიტეტის პატივისცემას და ტერიტორიულ ურღვეობის დაცვას ითვალისწინებს, ხოლო მესამე პუნქტში საუბარია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.

უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტაზე თუ რუსული ჯარები გავლენ იმ ტერიტორიებიდან, რომელიც რუსეთს აქვს დაკავებული...

- ვფიქრობ, არავინ არ უნდა იყოს იმის წინააღმდეგი, რომ სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. დიპლომატიის ხელოვნებაც იმაშია, რომ აზრის ფორმულირება ისეა შესაძლებელი, რომ არავის არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები. ვცდილობ იმაზე პასუხის გაცემას თუ რა აზრი ჩადო ან წინადადებებში ჩინურმა მხარემ.

ვიმეორებ, ჩინეთი არ აპირებს იყოს შუამავალი, რომლის მიზანია იმუშაოს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებაზე. ჩინეთმა თქვა, რომ მას უნდა რომ მხარეებს შორის იყოს მშვიდობა და იგი შექმნილ ვითარებაში უმოქმედო ვერ იქნება.

ჩინეთი არ აპირებს იყოს შუამავალი, რომლის მიზანია იმუშაოს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებაზე. ჩინეთმა თქვა, რომ მას უნდა რომ მხარეებს შორის იყოს მშვიდობა და იგი შექმნილ ვითარებაში უმოქმედო ვერ იქნება

- გამოდის, რომ ჩინეთს მშვიდობა რუსული პირობებით სურს. ამგვარი პოზიცია შესაძლოა აღქმულ იქნას იმის გაგრძელებად, რასაც მოსკოვი ითხოვს.

მხედველობაში მაქვს დანარჩენი მსოფლიოს მიერ „იმ გეოპოლიტიკური რეალიების აღიარება“, რაზეც კრემლი დიდი ხანია საუბრობს...

- ჩინეთის წინადადებები არ გახლავთ არაფრის გაგრძელება, პეკინის წინადადებებია იმაზე, რომ ჩინეთი ომის წინააღმდეგაა. ისინი თვლიან, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომი არ უნდა იყოს.

ჩემი აზრით, ჩინური წინადადებები სპეციალურადა ისე შედგენილი, რომ მასში კონკრეტული აზრის დანახვა შეუძლებელი იყოს.

ჩინური წინადადებები სპეციალურადა ისე შედგენილი, რომ მასში კონკრეტული აზრის დანახვა შეუძლებელი იყოს

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ჩინეთის გააქტიურება უკავშირდება ტაივანის პრობლემას. რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ჩინეთი ცდილობს თავისი პრობლემის მოგვარებას...

- არაფერი საერთო არ აქვს უკრაინაში არსებულ ვითარებას, იმასთან თუ რა ვითარებაა ჩინეთსა და ტაივანს შორის. ტაივანი საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულია, როგორც ჩინეთის იურისდიქციაში მყოფი ჩინეთის ნაწილი.

ჩინეთის წინადადებებში მკაფიოდ წერია, რომ ყველამ უნდა დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ტაივანი დღესაც ჩინეთის ნაწილად ითვლება. აშშ-ს მცდელობა მხარი დაუჭიროს ტაივანს, ჩინეთი ჩინეთის საქმეებში აშშ-ს ჩარევად განიხილავს.

- რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ჩინეთის მიერ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის წინადადებების შემუშავებასა და გამოქვეყნება-გასაჯაროებას?

- არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ წინადადებების გამოქვეყნებას რაიმე გაგრძელება მოჰყვება. დასავლეთში ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს რუსეთ-უკრაინის ომზე. შეუძლია გავლენა მოახდინოს პუტინზე, რომ პუტინმა შეცვალოს თავისი გეგმები.

როგორც მე წარმომიდგენია ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით პუტინსა და სი ძინ პინს შორის ურთიერთობები, სრულიად გამორიცხულია იმის წარმოდგენა, რომ სი ძინ პინი შეეცდება გავლენა მოახდინოს პუტინზე და აიძულოს იგი გააკეთებინოს ისეთი რამ, რაც პუტინს არ უნდა.

როგორც მე წარმომიდგენია ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით პუტინსა და სი ძინ პინს შორის ურთიერთობები, სრულიად გამორიცხულია იმის წარმოდგენა, რომ სი ძინ პინი შეეცდება გავლენა მოახდინოს პუტინზე და აიძულოს იგი გააკეთებინოს ისეთი რამ, რაც პუტინს არ უნდა

მათ შორის ურთიერთობები სულ სხვა ტიპის ურთიერთობებია. თუ რამ საკითხი არსებობს, რაც ჩინეთის ინტერესებს ეხება, შესაძლოა, მათ შორის უფრო დეტალური საუბრები იყოს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ახლა სხვა თემაა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება. მე საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩინეთმა და სი ძინ პინმა პუტინს უთხრას - დაასრულე ომი. როგორც ვთქვი, მათ შორის ურთიერთობები სხვაგვარ ხასიათს ატარებს.

დასავლეთში არასწორად მიიჩნევენ რომ ჩინეთისთვის ომის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია და იგი ამიტომ ჩაერთო ამ პროცესში. ჩემი აზრით ასეთი მოსაზრება საკმაოდ გადაჭარბებულადაც კი გამოიყურება.

რუსეთ-უკრაინის გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ თქმა იმისა, რომ რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა ჩინეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და მასზე ბევრადაა დამოკიდებული მისი შეწყვეტა, ეს ასე არაა. რადგან ასეა, გაუგებარია რატომ უნდა გადადგას ჩინეთმა რუსულ-უკრაინულ ომთან დაკავშირებით მკვეთრი ნაბიჯები. რატომ უნდა გარისკოს თავისი ურთიერთობებით ან ერთთან, ან მეორესთან, ან სხვებთან.

ამიტომ ვამბობ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩინურ წინადადებებს მყისიერად მოჰყვება გაგრძელება. ის, რომ ამ წინადადებებზე ხშირად მოხდება აპელირება, თან ყველა მხრიდან, ფაქტია. ასე იქნება, რადგან ამ წინადადებებში ბევრია ისეთი რამ, რაც ბევრს აწყობს. მაგრამ, არა მგონია, რომ ამ ეტაპზე პეკინის წინადადებები რუსეთ-უკრაინის ომზე მოახდენს რაიმე გავლენას.

- მეორე დღეა თბილისში აქტიურად განიხილავენ რია-ნოვოსტში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის სათაური არც მეტი არც ნაკლები ასე ჟღერს - „შემობრუნება აღმოსავლეთისკენ. საქართველო მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობები შეწყვიტოს“ .

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროკავშირისკენ მიდის, მაგრამ მის მიერ ბოლო ხანებში გადადგმული ნაბიჯები ამ თვალსაზრისით ბევრი კითხვებს გააჩინა. ამ პროცესების ფონზე ჩვენს ხელისუფლებას ხან მინისტრი ლავროვი აქებს, ხან კიდევ დუმის დეპუტატები.

მოსკოვიდან როგორ ჩანს ის პროცესები, რომელიც საქართველოში ვითარდება?

- სამწუხაროდ, რია-ნოვიოსტიში გამოქვეყნებული მასალა საქართველოზე არ წამიკითხავს. როგორც ჩანს, ეს ერთი ავტორის მოსაზრებაა. სამწუხაროდ, არც იმის თქმა შემიძლია, რომ ყურადღებით ვადევნებ თვალს თუ რა ხდება საქართველოში.

მიუხედავად ამისა, მე როგორც ნაკლებად ინფორმირებულ დამკვირვებელს, მიმაჩნია რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობისას მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს ამ კონფლიქტიდან იყოს დისტანცირებული, არ დაუშვას, რომ ამ კრიზისმა გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკაზე და საქართველოს მდგომარეობაზე რეგიონში და მსოფლიოში.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობისას მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს ამ კონფლიქტიდან იყოს დისტანცირებული, არ დაუშვას, რომ ამ კრიზისმა გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკაზე და საქართველოს მდგომარეობაზე რეგიონში და მსოფლიოში

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინული მხარეს დიდი ხანია ფსონი აქვს დადებული იმ ძალებზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლების აგრესიული ოპონენტები არიან, ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ რთულ ვითარებაშია, რადგან ერთი მხრივ უნდა იყვნენ უკრაინის მხარდამჭერი, მაგრამ თან უნდა დაიკავონ ქართული პოზიცია.

უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან ლოიალურობასა და მხარდაჭერას ითხოვს. ვხდები, რომ ამ თემაზე საქართველოში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ვნახე, რომ ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტს უფრო პროუკრაინული პოზიცია აქვს, მაგრამ მისი პოზიცია უფრო დეკრალაციულ ხასიათს ატარებს.

ისეთი მასშტაბური კრიზისის ფონზე, როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტია, საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირისკენ რომელიმე ქვეყანა მიდის, აბსურდულადაც კი გამოიყურება

კითხვა იმაზე, თუ საით მიდის საქართველო? ევროკავშირში თუ კიდევ სხვაგან? მეჩვენება, რომ უკრაინის კონფლიქტის გათვალისწინებით დღეს ამაზე საუბარი შესაძლებელია. შეუძლებელია, რადგან გაუგებარია, თუნდაც 5 წლის შემდეგ როგორი იქნება ევროკავშირი, რა პროცესები იქნება ევროპის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მდებარე ქვეყნებში, არავინ იცის. ახლა ამ თემებზე მარჩიელობას აზრი არ აქვს.

ის თემები, რომელიც ამ თემაზე 2021-2022 წლებამდე არსებობდა, მასზე ახლა ნაკლებად საუბრობენ. ბევრი თემა საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან. ისეთი მასშტაბური კრიზისის ფონზე, როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტია, საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირისკენ რომელიმე ქვეყანა მიდის, აბსურდულადაც კი გამოიყურება.

ჩემი საქმე არაა საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შეფასება, მაგრამ კარგად მესმის საქართველოს ხელისუფლების სურვილი მაქსიმალურად დაიცვას თავისი ქვეყანა იმ გავლენებისგან, რომელიც რუსეთ-უკრაინის გამო დასავლეთიდან საქართველოში მიდის.

კარგად მესმის საქართველოს ხელისუფლების სურვილი მაქსიმალურად დაიცვას თავისი ქვეყანა იმ გავლენებისგან, რომელიც რუსეთ-უკრაინის გამო დასავლეთიდან საქართველოში მიდის

გასაგებია, რომ ეს ბევრის უკმაყოფილებს იწვევს მათ შორის საქართველოში, მაგრამ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ახერხებს მკაფიო ხაზის გატარებას, პირადად ჩემში პატივისცემას იწვევს. ასეა, რადგან ნებისმიერი თანმიმდევრული ხაზი ბევრად უკეთესია, ვიდრე ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში აღმოჩენა.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა