რუსთავის მერია ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას იწყებს

მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სერვისების განახლებას იწყებს.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას შეამოწმებენ.

მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

„რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ სალონების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და შეისწავლიან იქ არსებულ პირობებს, რაც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობთ, რომ უსაფრთხო ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ეს მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივიდეთ სანქციებამდე, პირიქით, მათთან თანამშრომლობის სურვილი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სალონებში უსაფრთხო გარემო იყოს. თუ სალონები არ გაითვალისწინებენ იმ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები შემოწმებისას გასცემენ, რა თქმა უნდა, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად დაჯარიმდებიან“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილ პრეზენტაციაზე, დეტალურად განიხილეს ის კრიტერიუმები, რომლებსაც სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები დღეისთვის არსებული რეგულაციებით უნდა აკმაყოფილებდნენ.

„მონიტორინგის პროცესს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი, უახლოეს დღეებში დაიწყებს. მონიტორინგის მიზანია C ჰეპატიტის, ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიოლოგიური დაავადებების ელიმინაცია და მათი პრევენცია.

ინფორმაციას კანონით გათვალისწინებული იმ ნორმების შესახებ, რასაც სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ, დაინტერესებული პირები რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გაეცნობიან. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, შექმნილია სპეციალური QR კოდიც.

ცნობისთვის, რუსთავში დღეისათვის 150-მდე კოსმეტიკური და ესთეტიკური ცენტრი ფუნქციონირებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა