ირაკლი ქარსელაძე - განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში 600-მდე შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა და 92 სკვერი აშენდა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, 600-მდე შენობა სრულად რეაბილიტირდა და 92 სკვერი აშენდა ან რეაბილიტირდა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განახლებული რეგიონების პროექტისთვის 400 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით, 2023 წელი ძალიან აქტიური იქნება.

„განახლებული რეგიონების პროექტის მიმართულებით, 400 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. ამის შედეგად, 600-მდე შენობა, ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით, სრულად რეაბილიტირდა. 92 პარკი და სკვერი აშენდა ან რეაბილიტირდა. როდესაც რეკრეაციულ ზონებზე ვსაუბრობთ, აქ, საჭიროებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია როგორც საირიგაციო სისტემები, ისე საინჟინრო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა. ზოგ ადგილას, მაგალითად, მოცულობიდან გამომდინარე, მსგავსი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. 2023 წელი ამ მიმართულებით ძალიან აქტიური იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს