ბოლნისის მერია - მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები  დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრები ტანძიის, დარბაზის, ქვეშის, კაზრეთისა და ბალიჭის თემში მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მოსახლეობასთან შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გამართა.

2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება: დაბა კაზრეთში, ტანძიაში, მუშევანსა და ბალიჭში გარე განათების ქსელი მოეწყობა. ქვეშში საბავშვო სკვერი გაკეთდება, ბალიჭში შიდა გზა მოწესრიგდება და სოფელში არსებულ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, დარბაზში სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, ზემო ბოლნისში კი გარე განათების ქსელი მოეწყობა და სასაფლაო შემოიღობება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

“2023 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები და კონსულტაციები დავასრულეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა თემში გავმართეთ მოსახლეობასთან შეხვედრები და დასახლებებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოვისმინეთ. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უშუალოდ ჩართულობით, წელს ჩვენს სოფლებსა და დაბებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს