რომან გოცირიძე - აგენტების შესახებ კანონის ინიცირება ნიშნავს, რომ ხელოვნურად ქმნი საბაბს, არ მიგვიღონ ევროკავშირში - ივანიშვილმა უკვე მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი

როგორ გაბედეს საერთოდ? როგორ მოუვიდათ თავში, რომ ასეთ კანონს სთავაზობენ ქვეყანას მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების ბედი წყდება, - ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პოლიტიკურად ძალიან წამგებიანია ხელისუფლებისთვის და მაინც რომ აპირებენ მიღებას, მიუთითებს იმაზე, რომ მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რეალურად არ სურთ.

„ეს კანონი მართლა საშინელებაა, არა შინაარსით რომელიც თავისთავად არ ვარგა, არამედ იმის გამო, თუ რატომ მოუნდათ ამის გაკეთება, როგორ გაბედეს საერთოდ? როგორ მოუვიდათ თავში, რომ ასეთ კანონს სთავაზობენ ქვეყანას მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების ბედი წყდება რამდენიმე თვეში. რეალურად ამ კანონის ინიცირება ნიშნავს, რომ ხელოვნურად ქმნი იმის საბაბს, რომ არ მიგვიღონ ევროკავშირში და არ მოხდეს კანდიდატად საქართველოს წარდგენა. მთლიანად ჩამოიხსნა უკვე ივანიშვილმა ნიღაბი.

ამ კანონით არასამთავრობო ორგანიზაციებს დასჯიან და შეამოწმებენ, 10 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. არა მარტო არასამთავრობოებს ეხება კანონი, არამედ ეხება ბიზნეს გაერთიანებებს. უამრავი ფული, რომელიც იხარჯება დღეს სოფლის მეურნეობაში და სხვადასხვა ასოციაციების კუთხით, ოჯახებს ხმარდება, შიმშილს და სიღატაკეს სწორედ ამ თანხებმა და დასავლურმა დახმარებამ გადაარჩინა საქართველო. ამის წინააღმდეგ ილაშქრებენ, თითოეულ ოჯახში შედიან და ჯიბეში უყოფენ ხელს. როდესაც ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება გიწევს, პოლიტიკურად ძალიან წამგებიანის, საზოგადოებრივად ძალიან მგრძნობიარე და მაინც აკეთებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც არ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან, მას მოსდევს უკვე რეალური ვალდებულებები. ეს კი არა, რაღაც სასაცილო, 12 პუნქტი რა არის, სახალხო დამცველი უნდა აირჩიო კონსენსუსით, პროკურორი უნდა აირჩიო 100 პარლამენტარით, ელემენტარული რაღაცებია საარჩევნო კანონთან დაკავშირებითაც. ელემენტარულია 12 რეკომენდაცია, გეუბნებიან, რომ გადახტი 10 სმ-ზე და გადაგიყვან მეორე საფეხურზე და ამასაც არ აკეთებ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს