ნიკა მელია - ევროპული ოჯახი არადიპლომატიური პირდაპირობით ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა - ხელისუფლება, ალბათ, ხვალ ისევ ცინიკურად გვეტყვის, რომ ასეთი ევროპა არ უნდათ

ევროპული ოჯახი, არადიპლომატიური პირდაპირობით, ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, ხელისუფლება „ცინიკურად გვეტყვის“, რომ „ასეთი ევროპა არ უნდათ“.

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად პოლიტიკური/პარტიული გემოვნებისა უნდა ევროკავშირის წევრობა და იცის, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.

დღეს ევროკავშირის უკლებლივ ყველა, 27 წევრი ქვეყანა, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დიპლომატიის ენაზე, ყველაზე მწვავე, დემარშის ფორმით.

ევროპული ოჯახი, არადიპლომატიური პირდაპირობით, ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა.

ეს ხელისუფლება ალბათ ხვალ ისევ ცინიკურად გვეტყვის, რომ ასეთი ერთიანი, ასეთი ჰუმანური, ასეთი მეგობრული და ასეთი განვითარებული ევროპა მათ არ უნდათ.

ევროპული მომავალი არის ჩვენი, როგორც ქვეყნის უფლება და ევროპაში არის ჩვენი თავისუფლება!

არ არსებობს არავითარი ეს და ის ევროპა, არსებობს ერთი ევროპა და მათი გზავნილი არის ერთიანი და გასაგები!

არ არსებობს ორი რუსეთი, ის არის ერთი და არის ოკუპანტი, ტერორისტული სახელმწიფო“, - წერს მელია „ფეისბუქზე“.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს