ქუთაისის მერმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას 2023 წლის პროექტები გააცნო

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და 2023 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

გაიმართა მერის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის ამსახველი ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია.

ქალაქის მერმა ისაუბრა 2022 წელს განხორციელებულ პროექტებზე, მუნიციპალურ და საერთაშორისო პროგრამებზე, მიღწეულ შედეგებსა და დაძლეულ გამოწვევებზე.

„2022 წელი ქუთაისისთვის უამრავი ახალი პროექტის და პროგრამის განხორციელების წელი იყო, რისი საშუალებაც გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა. შევძელით გაგვეზარდა ყველა წარმატებული პროგრამის მოცულობა, დავაფინანსეთ რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ისეთები, რომლებიც წლების მანძილზე იყო მოსახლეობის დაკვეთა. აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო პროგრამებსა და ინიციატივებში.

დღეს, სწორედ ეს ანგარიში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ერთად ვნახეთ საანგარიშო ვიდეო-რგოლი და 2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს