უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება.
„დღეები ირანული დრონებიდან თავდასხმით დაიწყო. მათგან უმეტესობის ჩამოგდება შევძელით, 14-დან 11, მაგრამ იყო დარტყმებიც. დაშავდა ხმელნიცკში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომელი, ორი დაიღუპა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი - თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა ჩვენი სახელმწიფოს მთელი ტერიტორია იყოს დაცული რუსული ტერორისგან. საჰაერო თავდაცვა სრულად ფუნქციონირებს, როდესაც ის უზრუნველყოფილია, მათ თანამედროვე ავიაციით. ჩვენ შევძლებთ სრულად დავიცვათ ცა, როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში საავიაციო ტაბუ მოიხსნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.