ვიქტორ წილოსანი - ე.წ. ბასლეინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე და დადიანის გამზირზე დაემატება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი საუბრობს, თუ სად დაემატება წლის ბოლომდე ე.წ. ბასლეინები.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი განმარტავს, ე.წ. ბასლეინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დადიანის გამზირზე და ასევე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე დაემატება.

„ხშირად აპელირებენ, რომ მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ხდება ე.წ. ბასლეინების გაკეთება, ეს მინიმუმ, მცდარი ინფორმაციაა. ე.წ. ბასლეინები გლდანში - ვეკუა-ხიზანიშვილზე სწორედ მაშინ გაკეთდა, როცა გაკეთდა ჭავჭავაძეზე. ე.წ. ბასლეინი საკმაოდ ბევრ ადგილას გვაქვს გაკეთებული - ქეთევან წამებულზე, ვარკეთილში, დიდ დიღომში, თამარ მეფეზე, თამარაშვილზე, შესაბამისად, ახლა ამ წრის შეკვრა მიმდინარეობს. ე.წ. ბასლეინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, დადიანის გამზირზე დაემატება“, - განაცხადა წილოსანმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა