ვიქტორ წილოსანი - არ დაგვავიწყდეს, როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები გვყავდა და მოლოდინის დრო რა იყო - როცა სისტემა გადმოვიბარეთ, მოლოდინის საშუალო დრო 28 წუთი იყო, დღეს 18 წუთია, ჩვენი მიზანია, ეს დრო 7-8 წუთამდე დავიყვანოთ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ავტობუსის მოლოდინის საშუალო დრო 18-წუთიდან 7-8-წუთამდე შემცირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი განმარტავს, ქალაქში 12 პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, რისი მოგვარებაც 2023 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

„ზოგადად, ადამიანი პროცესის გაჯანსაღებას გაცილებით უფრო მარტივად ეგუება და ძველი ავიწყდება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორი ტიპის ავტობუსები, მიკროავტობუსები გვყავდა და ჩვენი საშუალო მოლოდინის დრო რა იყო. როცა სისტემა გადმოვიბარეთ, საშუალო მოლოდინის დრო 28 წუთი იყო, დღეის მდგომარეობით, საშუალო მოლოდინის დრო 18 წუთია, თუმცა, ჩვენი მიზანია, მოლოდინის ეს დრო 7-8 წუთამდე დავიყვანოთ. ახლა მოგახსენებთ, რატომ არის საზოგადოება უკმაყოფილო - საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლები ყველგან არ გვაქვს გამოყოფილი, ქსელი ერთიანად შეკრული არ არის, თუ ქსელი შეკრული არ არის, ვერც ერთ შემთხვევაში, ეფექტს ვერ მივიღებთ. 12 პრობლემური კვანძი გვაქვს, ეს კვანძები მოსაწესრიგებელია, სადაც ყოველდღიურად 1 500 ბრუნის ჩაგდება ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ, 100 000 ადამიანს, რომლის გადაყვანის რესურსიც დღევანდელ ავტოპარკს გააჩნია, ვერ ვემსახურებით. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს 100 000 ადამიანი იმ ავტობუსში ავიდა, რომელშიც არ უნდა ასულიყო, მგზავრების გადაჭარბება მოხდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 12-ვე კვანძი 2023 წელსვე მოვაგვაროთ. შესაბამისად, ეს იქნება მნიშვნელოვანი შვება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ჟვანიას მოედანზე, ბელიაშვილზე განხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - განაცხადა წილოსანმა.

მისივე განმარტებით, 2023 წლის ბოლომდე, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად შემოვა.

"ქალაქში 10 ძირითადი დერეფანი გვექნება, რომელზეც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რომელიც მგზავრთა ნაკადის ძირითადი გადამყვანი იქნება, ამაზე დაახლოებით, მგზავრობების 50% მოვა. 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მომწოდებლებთან, საუბარია, 200 ერთეულ ავტობუსზე, სატენდერო პროცედურას თავისი გაწერილი წესები გააჩნია, წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, ეს 200 ერთეული შემოვა, ჩანაცვლებაც ეტაპობრივად მოხდება. 18-მეტრიან ავტობუსს შესაბამისი ინფრასტრუქტურით ბაზა სჭირდება, ეს პროცესიც დაწყებულია, ერთიანად რომ ჩამოვიდეს, ამის მიღების რესურსი და შესაძლებლობა არ გვაქვს. სამწუხაროდ, პანდემიამ ძალიან დაგვხია უკან, როცა 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტობრივად გაჩერებული იყო და ასევე, ის ფინანსები, რომელიც აქეთკენ უნდა მიმართულიყო, სოციალური მიმართულებით იყო გამოყენებული. ამასთან, ეკონომიკასაც ვარდნა ჰქონდა, შესაბამისად, მობილობაც შემცირებული იყო. ის რესურსი, რაც გვქონდა, სრულიად საკმარისი იყო მგზავრთა იმდროინდელი ნაკადის გადასაადგილებლად. ეკონომიკამ ზრდა განაახლა, შესაბამისად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც მოხმარება სწრაფად გაიზარდა, ამიტომ გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შეგვეძინა 18-მეტრიანი ავტობუსები და ავტოპარკის მშენებლობა მოგვეთხოვა“, - აცხადებს წილოსანი.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები