უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალ ალექსანდრე სირსკის განცხადებით, სიტუაცია ქალაქ ბახმუტის გარშემო უკიდურესად დაძაბულია.
„მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, მტერმა იქ „ვაგნერის“ ყველაზე კარგად მომზადებული თავდასხმის ქვედანაყოფები გადაისროლა, რომლებიც ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ალყა შემოარტყან ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა, რომ დონბასში, ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება და მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთი პოზიციების დასაცავად და გასამაგრებლად იყენებენ.