„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ოპოზიციისთვის ლიმიტირებულია

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" ანგარიშის "უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები" პრეზენტაცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ოპოზიციისთვის ლიმიტირებულია.

„ოპოზიციას არ აქვს სუს-ის უფროსის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებლად დაბარების შესაძლებლობა; საპარლამენტო კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო მოსმენის მექანიზმი ამ დროისთვის რეალურად არ მოქმედებს; მზარდია პარლამენტარების მიერ გაგზავნილი წერილების რაოდენობა, თუმცა შეკითხვების ანალიზი ცხადყოფს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან კვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფის არსებობის საჭიროებას, რომელიც კონსულტაციას გაუწევდა და დაეხმარებოდა პარლამენტის წევრებს, გააფართოონ ზედამხედველობის შინაარსობრივი არეალი; შსს ზოგჯერ განსხვავებულად პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების იდენტურ კითხვებს; სუს-ი ზოგჯერ ფორმალური მიზეზით, ხოლო ზოგჯერ სახელმწიფო საიდუმლოების ფართო ინტერპრეტაციით, თავს არიდებს დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას; ანგარიშვალდებული უწყებების მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარმოდგენილი ანგარიშების წარდგენის თუ მოსმენის პროცესი ფორმალურია; სუს-ის წლიურ ანგარიშში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი ან გამოტოვებულია ან ფორმალურადაა მოხსენიებული, კონკრეტული ანალიზისა და საქმიანობის შედეგების წარმოდგენის გარეშე",-ნათქვამია ანგარიშში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის