ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს

ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა მიზნობრივი სტრატეგიული ქმედებები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილეს, რომლებიც ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზეა ორიენტირებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა.

ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძუძუს კიბოს გლობალური ინიციატივის (GBCI) განხორციელების ჩარჩოებიც მიმოიხილეს, რაც ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება