„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპისგან დაშორებას, ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს, რაზეც პირდაპირ მიანიშნებენ დასავლელი პარტნიორები. ამ კანონის დრო და საჭიროება ახლა არ იყო და მეტიც, სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის ყველაზე გამჭვირვალე იყო ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის“ თავმჯდომარე გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, ამ კანონპროექტთან მიმართებით გამჭვირვალობაზე საუბარი არ არის, ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც ტირაჟირებს „ქართული ოცნების“ დანაყოფი - „ხალხის ძალა“.
„ამ კანონზე საუბრით არავინ დაიღლება, რადგანაც ეს კანონი არის პირდაპირი, უშუალო და კონკრეტული საფრთხე საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამის შესახებ გვქონდა ევროკავშირის განცხადება, საუბრობს აშშ-ს ელჩი, აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, შვედეთის საელჩო, რომელიც არის ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ზოგადად, საქართველოს ნებისმიერი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვეხმარებოდა, გვაფრთხილებს, რომ „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა დამაზიანებელია ევროპული მომავლისთვის, ევროინტეგრაციისთვის და მეტიც, შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"