BTU-ს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბური პროექტი იწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის მასშტაბურ პროექტს იწყებს.

საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები, Networking სესიები ტოპ კომპანიების წარმომადგენლებთან, ესეების კონკურსი, ინოვაციების ტრენინგი, გადამზადების პროგრამა ინგლისურ ენაში, პანელური დისკუსიები, შიდა გამოცდისთვის მოსამზადებელი შეხვედრები - ეს იმ აქტივობათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც BTU მაგისტრანტობის კანდიდატებს სრული დაფინანსებით, საჩუქრად სთავაზობს.

პროექტის ფარგლებში, სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ ისარგებლონ BTU-ს ბიბლიოთეკის სერვისებით, რაც მოიცავს საუკეთესო სამეცნიერო ბაზებით, მსხვილი ელექტრონული რესურსების ბაზებით და უახლესი სასწავლო ლიტერატურით სარგებლობის შესაძლებლობას.

აღნიშნულ აქიტოვებებში მონაწილეობა ნებისმიერ წინასწარ რეგისტრირებულ მსურველს შეუძლია.

უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე 3 აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს:

  • სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები - MBA
  • სამაგისტრო პროგრამა: ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps
  • სამაგისტრო პროგრამა: საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები

მნიშვნელოვანია რომ, AWS Academy-ს სერვისებითა და მხარდაჭერით ისარგებლებენ BTU-ს DevOps სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. Amazon Web Services (AWS) Academy პარტნიორ კომპანიებს ღრუბლოვან სერვისებზე სრულყოფილ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს და წვდომას უხსნის ლაბორატორიებზე. ასევე, სტუდენტებს სექტორის მიერ უმაღლეს დონეზე შეფასებული და აღიარებული სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სექტემბრიდან BTU-ში ახალი სამაგისტრო პროგრამა ,,საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები’’ პირველ ნაკადს მიიღებს. უნიკალური პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა და უკვე აკრედიტებულია.

პროექტში მონაწილეობის მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

(R)

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა